საერთაშორისო კონფერენცია

29 ოქტომბერი 2015

1-2 დეკემბერი, 2015 -ზაგრები, ხორვატია

CISG- ის  (გაეროს კონვენცია  „საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების თაობაზე) -  35 წელი -–- მიღებული გამოცდილება და მომავალი გამოწვევები

2015 წლის  1-2  დეკემბერს, ხორვატიაში, ქ. ზაგრებში,  ზაგრების უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას : „გაეროს კონვენცია  საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების (CISG) თაობაზე-35 წელი- მიღებული გამოცდილება და მომავალი გამოწვევები“. აღნიშნული კონფერენცია მიეძღვნა  გაეროს კონვენციის„საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის  ხელშეკრულების თაობაზე“ 35წლის თავს.

ა/წლის  1 დეკემბერს, კონფერენციის თემა იქნება ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება გაეროს კონვენციის  „საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების“ (CISG)  იურიდიულ პრაქტიკაში გამოყენების თაობაზე.  ამ კუთხით, რეგიონის ფარგლებს გარეთ არსებული სხვა ქვეყნების  გამოცდილებაც იქნება გაზიარებული. დაახლოებით 20 ადგილობრივი მომხსენებლი იმსჯელებს CISG-თან დაკავშირებულ  შემდეგ თემებზე: პირადი გამოყენების სფერო, არსებითი გამოყენების სფერო, ყიდვა-გაყიდვის  ხელშეკრულებებით გათვალისწინებული კონკრეტული უფლებები/ვალდებულებები და ა.შ.  კონფერენციის დასრულების შემდეგ,  წარმოდგენილი ანგარიშები გამოიცემა წიგნის სახით.

მომავალი გამოწვევების შესახებ საკითხი მრავალმხრივია და ის დისკუსიის ფორმატში იქნება განხილული  ა/წ  2 დეკემბერს. CISG-ის გლობალური გამოცდილების სფეროში    არსებულ მრავალ ასპექტთან დაკავშირებით, წარმოდგენილი იქნება 3 თემა:

  • CISG - ის ინტერპრეტაცია/ გამოყენება ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მიღმა და როგორც   შიდა  კანონმდებლობის მოდელი (მომხსნებლები: ჯოზეფ ლუკოვსკი, კომერციული სამართლის კოპენჰაგენის ცენტრი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტი:  აზარ ალიევი, ევრაზიული ეკონომიკის სამართლის კიელის ცენტრი, კიელის უნივერსიტეტი;  კასპარ სტინგარდი, აარუს უნივერსიტეტი; ლუკას მისტელისი- ლონდონის უნივერისტეტი.)

 

  • როგორ წარმოგიდგენიათ გაეროს კონვენცია  „საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების თაობაზე“, დღეს რომ შექმნილიყო? (მომხსენებელები: ჰარი ფლეტჩერი, პიტსბურგის სამართლის სკოლის უნივერსიტეტი; ინგებორგ შვენცერი- ბაზელის შვეიცარიული საერთაშორისო სამართლის სკოლა; ულრიხ შროთერი- მანჰაიმის უნივერსიტეტი);

 

  • ურთიერთქმედება CISG - ისა და სხვა სახელშეკრულებო სამართლის ინსტრუმენტებს შორის ( მომხსენებლები: რენოდ სორელი, მდივანი, ვენა; მარტა პარტეგასი , ჰააგის კონფერენცია კერძო საერთაშორისო სამართალზე; მიკოალი ზალესკი, ევროკავშირის  კომისია, ბრიუსელი; ხოსე ანგელ ესტრელა ფარა, გენერალური მდივანი, რომი (tbc) ).

 

დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ ლინკზე

http://www.meetme.hr/en/cisgzagreb2015

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი